

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობს.
ეს ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოვიპოვეთ. როდის გამოვლინდება მათ შორის გამარჯვებული, „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გვიპასუხეს: „გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის ვადებთან დაკავშირებით წინასწარ გაგვიჭირდება ინფორმაციის გაზიარება“.
ამ გზის სარეაბილიტაციოდ, საერთაშორისო ტენდერი 87 445 490 ლარზეა გამოცხადებული.
ათეული წლებია, ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობა უგზოობით დატანჯულია. ამ გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში აზერბაიჯანულმა „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია „აკკორდმა“ დაიწყო და სამუშაოები 29 თვეში უნდა დაესრულებინა.
2020 წლის ნოემბრიდან ამ კომპანიამ გზის მშენებლობა ვეღარ გააგრძელა.
„აკკორდთან“ ხელშეკრულება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის თებერვალში შეწყვიტა.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის ტენდერში წინადადებების მიღება 13 დეკემბრამდე გახანგრძლივდა
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.