

ფოლკლორის სახელწიფო ცენტრმა ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტურის გამარჯვებულები დაასახელა.
ამ ინფორმაციის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან გამარჯვებული არიან და ფინალურ კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა“ (ხელმძღვანელი რევაზ შარიქაძე) და სახალხო მთქმელი სოფელ ჭარტალიდან ვიტალი ფცქიალაძე.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით ათ გამარჯვებულს შორისაა სოფელ მაქათუბანში მცხოვრები მეთუნე ზალიკო ბოჟაძე.
ზეპირსიტყვიერების საღამო 6 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, სადაც ვიტალი ფცქიალაძე და ანსამბლი „ოდილა“ წარსდგებიან. ეს ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ეძღვნება.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით გამარჯვებულების ნამუშევართა გამოფენა 2023 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტური ქუთაისის ოპერის თეატრში 7 ნოემბერს გაიმართა.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მიზანი საქართველოში არსებული ყველა ფოლკლორული ანსამბლის, ინდივიდუალური შემსრულებლის, საოჯახო ანსამბლის მოსმენა და აღწერაა. ეს ფესტივალი ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში