

ფოლკლორის ეროვნული ტრადიციული ფესტივალის დასკვნით ტურში ხარაგაულიდან წელს სახალხო მთქმელი, ჭარტალელი ვიტალი ფცქიალაძე მონაწილეობდა.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროს ირინე ჩხეიძესგან მოვიპოვეთ.
ვიტალი ფცქიალაძე ფოლკლორის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ოქტომბერში იმერეთში გამართულ რეგიონულ ტურზე შეარჩიეს.
„იმერეთის შესარჩევ კონკურსში თორმეტი მუნიციპალიტეტიდან 25 სახალხო მთქმელი ვმონაწილეობდით, – გვიამბობს ვიტალი ფცქიალაძე, – დასკვნითი ღონისძიებისთვის კი მხოლოდ ორი შეგვარჩიეს, – მე და წყალტუბოელი ქალბატონი მაგო სიმსივე.“
რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე დეკემბერში გამართულ პოეზიის საღამოზე „ლექსო, არ დაიკარგები,“ მთელი საქართველოდან 18 სახალხო მთქმელი მონაწილეობდა.
ღონისძიებას ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული უძღვებოდნენ.
ვიტალი ფცქიალაძე ორი ლექსით წარდგა მაყურებლის წინაშე. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს.
. . .
მშობელ მიწაზე ნაზარდი
ერთი ბებერი ვაზი ვარ,
ჯერ კიდევ ვუმზერ ცისქვეშეთს,
მიწას ბეჭებზე ვაზივარ.
ხან მზე მათბობს და ხან მათოვს,
ხან ქარიც ამედევნება,
ჩემი ტკბილ-მწარე ლექსები
მასხია მწიფე მტევნებად.
გეპატიჟებით, იგემეთ,
გარგებთ, არ გაწყენთ, მგონია,
სულის კარნახით დავწერე,
მე კი არ მომიგონია.
თავისი თაფლის სურნელით
მშობელი მიწა მაოცებს,
სანამ აქეთ ვარ, მე ვკოცნი,
რომ წავალ, თვითონ მაკოცებს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი