

20 ნოემბერს, კვირას, თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდი ნახეს“ დარბაზში, მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის „ქართული ლიგის“ ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება.
ნახევარფინალში ხარაგაულის გუნდი „ჭირიმე“ მონაწილეობს.
გუნდის შემადგენლობაში არიან – ბექა ხიჯაკაძე, გიორგი მაქაძე, დათო ჭიპაშვილი, გიორგი ჭიპაშვილი. გუნდის ხელმძღვანელი და რეჟისორია მამუკა ჭიპაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ჭირიმემ“ წარმატებით დაძლია „ქართული ლიგის“ შესარჩევი ტური და მეოთხედფინალი.
ნახევარფინალში ექვსი გუნდი გადავიდა. „ჭირიმეს“ კონკურენტები არიან კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდები.
ნახევარფინალში ასევე ასპარეზობენ – ბათუმის საზღვაო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები და აბაშის მუნიციპალიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი.
ერთად ვუქომაგოთ და ვუგულშემატკივროთ „ჭირიმეს“.
მისამართი – თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა #69, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, მესამე სართული (საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის მოპირდაპირედ).
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას