მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის ფედერაცია იუმორისტული გუნდების შეჯიბრების მეორე სეზონს ატარებს.
ამ შეჯიბრებაში ჩართვა ნებისმიერ გუნდს შეუძლია, ვისაც იუმორი უყვარს. ამისთვის საკმარისია ფედერაციაში განაცხადის წარდგენა. მან-სან-კანის ქართული ლიგის ჩემპიონატში მეორე სეზონზე 17 გუნდი ჩაერთო. მათგან 12-მა მერვედფინალი წარმატებით დაძლია.
ხარაგაულის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „ჭირიმე“ 12 მეოთხედფინალისტს შორისაა. ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი გიორგი მაქაძე ამბობს, რომ ქართულ ლიგაში ხარაგაულელების მონაწილეობის იდეა კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორს, მამუკა ჭიპაშვილს გაუჩნდა.
„ტელეეკრანებზე ქართული ლიგის თამაშები რომ გავიდა, მე და ჩემმა მეგობრებმაც ვიფიქრეთ, რომ მაყურებელს სხვაზე ნაკლებ იუმორისტულ ნომრებს არ შევთავაზებდით, – ამბობს გიორგი მაქაძე, – შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ. მამუკა ჭიპაშვილი მან-სან-კანის ფედერაციას დაუკავშირდა. ის „ჭირიმეს“ რეჟისორი და სცენარისტია.
გუნდის შემადგენლობაში ჩემთან ერთად არიან ბექა ხიჯაკაძე, დავით ჭიპაშვილი, გიორგი ჭიპაშვილი და დავით ჭყოიძე.
ჟიურის ჩვენი გამოსვლა ძალიან მოეწონა. მერვედფინალის შემდეგ საუკეთესოებს შორის ხარაგაულის გუნდი `ჭირიმე“, ფოთის გუნდი „რაია“ და ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი „ნეპტუნი“ დაასახელეს.
29 ოქტომბერს ჩვენი კონკურენტები იქნებიან რუსთავის იუმორისტული გუნდი, ბათუმის „ნეპტუნი“ და გორის „კეხურა“. ნახევარფინალში ამ ჯგუფიდან ორი გუნდი იასპარეზებს. დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის ხარაგაულის „ჭირიმე“ მოხვდება“.
ვულოცავთ „ჭირიმეს“ პირველ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი