

ხარაგაულის იუმორისტული გუნდი „ჭირიმე“ მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის (მსკ) ნახევარფინალში გადავიდა.
დღეს, თბილისში გამართულ მსკ-ს მეოთხედფინალში, გამარჯვებისთვის ხარაგაულის „ჭირიმესთან“ ერთად, რუსთავის, გორისა და ბათუმის იუმორისტული გუნდები ასპარეზობდნენ.
ჟიურის გადაწყვეტილებით, მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის ნახევარფინალში ხარაგაულის გუნდმა „ჭირიმე“ 28 ქულა მოიპოვა, ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდმა „ნეპტუნი“ – 26 ქულა, გორის გუნდმა „კეხურა“ – 25, ხოლო რუსთავის გუნდმა „თეორია და პრაქტიკა“ – 21 ქულა.
ნახევარფინალები 19 და 20 ნოემბერს გაიმართება.
ხარაგაულის იუმორისტული გუნდის ხელმძღვანელი და რეჟისორია მამუკა ჭიპაშვილი. დღევანდელ თამაშზე „ჭირიმე“ შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა – ბექა ხიჯაკაძე, გიორგი მაქაძე, დათო ჭიპაშვილი, გიორგი ჭიპაშვილი.
წარმატებებს ვუსურვებთ „ჭირიმეს“ ნახევარფინალსა და შემდგომ – ფინალში.
ფოტოზე – „ჭირიმეს“ წევრები სცენაზე გასვლის წინ
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ