

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციისთვის მშენებელ კომპანიებს საერთაშორისო ტენდერში იწვევს.
დალუქული სატენდერო წინადადებების წარდგენა 2022 წლის 28 ნოემბერს 15:00 საათზე დასრულდება. ამ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 87 445 490 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გზის რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 730 დღეში უნდა დაასრულოს.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობისთვის მაისში გამოცხადებული ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სექტემბრის ბოლოს ჩაშლილად გამოაცხადა.
ამ დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, ტენდერის ჩაშლის მიზეზია ის, რომ მასში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და მისგან შეთავაზებული ფასი მნიშვნელოვნად აღემატებოდა სამუშაოების სავარაუდო ღირებულებას.
ათეული წლებია, ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობა უგზოობით შეწუხებულია. ამ გზის მშენებელობა 2018 წლის დეკემბერში აზერბაიჯანულმა „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია „აკკორდმა“ დაიწყო და სამუშაოები 29 თვეში უნდა დაესრულებინა. 2020 წლის ნოემბრიდან კომპანიამ გზის მშენებლობა ვეღარ გააგრძელა.
„აკკორდთან“ ხელშეკრულება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის თებერვალში შეწყვიტა.
ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ:
რა ეშველება მოლითი-ჩუმათელეთის გზას, ანუ უპატრონო ქვეყანაში
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში