
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობისთვის მიმდინარე საერთაშორისო ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ ტენდერში, მხოლოდ ერთი მშენებელი კომპანია ჩაერთო და მის შერჩევა-შეფასებაში, დეპარტამენტთან ერთად, ამ პროექტის დამფინანსებელი – აზიის განვითარების ბანკი მონაწილეობდა.
რა გახდა ტენდერის ჩაშლის მიზეზი და როდის გამოცხადდება ტენდერი ხელახლა მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობისთვის, – ამ შეკითხვებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს მივმართეთ. მათგან პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.
ათეული წლებია, ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა უგზოობით, დატანჯულია. მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში კომპანია „აკკორდმა“ დაიწყო და სამუშაოები 29 თვეში უნდა დაესრულებია.
ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანია „აკკორდთან“ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება 2022 წლის თებერვალში გაწყვიტა.
ამავე თემაზე
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად