საქართველოს 25 ქალაქი 9 ოქტომბრიდან ერთი კვირის განმავლობაში ფესტივალს – „ღვინის დღეები“ – უმასპინძლებს.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოწყობილ გამოფენებზე ადგილობრივ მოსახლეობას, სტუმრებსა და ტურისტებს ქარხნული, ქვევრისა და ოჯახური ღვინოების დაგემოვნება შეეძლებათ. მეღვინეებისთვის მოწყობილ სპეციალურ ადგილებზე, ღვინის გარდა, გამოფენილი იქნება იმ კუთხისთვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები. იგეგმება საზეიმო ღონისძიებაც.

„ღვინის დღეებში“ მონაწილეობას მიიღებს ხარაგაულელი მეღვინე შმაგი ავალიშვილი. ის 9 ოქტომბერს ქუთაისში დაგეგმილ ღონისძიებაში ჩაერთვება.

„იმერული ღვინის ასოციაცია დამიკავშირდა და ღვინის ფესტივალში მონაწილეობა შემომთავაზეს, – ამბობს შმაგი ავალიშვილი, – მე ამ ორგანიზაციის წევრი ვარ. 9 ოქტომბერს ქუთაისში ამ ღონისძიებაზე მოსულებს ჩემს მარანში დამზადებულ და ბოთლში ჩამოსხმულ „კრახუნასა“ და „საფერავს“ შევთავაზებ. დეგუსტაციისთვის იმერული ტკბილეულის სუფრაც მექნება.

ეს კარგი შესაძლებლობაა „ავალიშვილების მარანის“ ღვინის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვისთვის“.

შმაგი ავალიშვილის ოჯახი ერთ-ერთია იმათგან, ვინც მიიღო USAID-ის მხარდაჭერა, რომელიც მიზნად საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარებას ისახავს.

 

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ჭიათურასა და საჩხერეში მოპოვებული სოკო, სარეალიზაციოდ, ხარაგაულში მზადდება

რკინისჯვრის ბილიკი ტურისტების მისაღებად მზადაა

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ხელშეწყობით იმერეთში „მთის ჩაის ასოციაცია“ შეიქმნა

ქართველი მეწარმე ჩაის მიტოვებულ პლანტაციის ევროკავშირის მხარდაჭერით აღადგენს

„ათი ძროხის პატრონი საწველ აპარატს თავად იყიდის“

ამ წლის ბოლომდე ხარაგაულში ვეტაფთიაქები შემოწმდება