

ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში შექმნილ „ქართული მთის ჩაის ასოციაციაში “ იმერეთის რეგიონიდან ჩაის 7 მწარმოებელი გაერთიანდა.
პროექტ GRETA-ს მხარდაჭერით იმერეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაახლოებით 12 ჰექტარ ჩაის პლანტაციას, აშენდა მინი ფაბრიკა, რომელიც აღიჭურვა სრულიად ახალი დანადგარებით. ამჟამად ფაბრიკაში აწარმოებენ სამი სახეობის – შავი, მწვანე და თეთრ ჩაის, ასოციაციას მიღებული აქვს ბიო სერთიფიკატი. პლანტაციებში 60-მდე ოჯახია დასაქმებული.
პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
პროექტი მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და ზემო იმერეთის რეგიონებს და ჩართულები არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან.
ფოტოზე: „ქართული მთის ჩაის ასოციაციაში “ გაერთიანებული იმერელი მეწარმეები
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს გარემოს