

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი დიდი ჰუმანისტი მწერლის, დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპექტაკლს „დარისპანის გასაჭირი“ გამართავს.
,,გავა დრო და ნაწერებიდან მხოლოდ ის დარჩება, რომელიც ადამიანებისადმი სიყვარულით არის სავსე“-წერდა თავად მწერალი . მისი შემოქმედება დღემდე ისეთივე ინტერესით იკითხება, როგორც საუკუნის წინ.
დღესაც არ კარგავს აქტუალობას მისი უკვდავი პიესები და საქართველოს ყველა თეატრის სცენაზე იდგმება. ძნელია წარმოიდგინო ქართული თეატრალური და კინოხელოვნება დავით კლდიაშვილის უკვდავი პერსონაჟების გარეშე.
ჩვენ თეატრი აღნიშნავს მწერლის იუბილეს და ხარაგაულის სკოლების უფროსკლასელებს იწვევს სპექტაკლზე. ერთად აღვნიშნოთ დიდი მწერლის იუბილე“, – წერს სოციალურ ქსელში ხარაგაულის თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე.
სპექტაკლი ხარაგაულის კინოთეატრში 28 სექტემბერს, 15 საათზე გაიმართება.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას