

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი 23 სექტემბერს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში უფასო სამედიცინიო აქციას გეგმავს.
ამ ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ოფთალმოლოგის კონსულტაციით. ასევე ჩატარდება C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში – COVID- 19 ის ანტიგენ (სწრაფი) ტესტირება. მოსახლეობას შეეძლება მიიღოს უბნის ექიმის, თერაპევტ თამარ გველესიანის, კონსულტაცია.
სამედიცინო აქცია დაიწყება 10:00 საათზე გედსამანიის სკოლის შენობაში განთავსებულ სამედიცინო კაბინეტში.
ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ მსგავსი სამედიცინო აქციები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უკვე მეოთხე წელია,
ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ნიდერლანდებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში
დღეს, 10 სექტემბერს, ხარაგაულში პროექტის