

15 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 25 საჯარო სკოლასა და სასულიერო გიმნაზიაში სწავლის მაუწყებელი ზარი დაირეკა.
2022-2023 სასწავლო წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სწავლას 2 124 მოსწავლე შეუდგა, მათგან 181 პირველკლასელია. მათ სწავლა-აღზრდაზე 536 მასწავლებელი იზრუნებს.
ახალ სასწავლო წელს პირველკლასელის გარეშე შეხვდა უბისის სკოლა. ერთმოსწავლიანია თეთრაწყაროს დაწყებითი სკოლა. ექვს სკოლაში სწავლა არასრული ფინანსური კლასებით დაიწყო; მათგან ხუნევ-გედსამანიის სკოლაში წელს სამ კლასში მოსწავლეები არ ჰყავთ; ბაზალეთის სკოლაში – ორ კლასში; ნადაბურში, სარგვეშში, უბისაში, წიფასა და წყალაფორეთში – თითო-თითო ფინანსური კლასი აკლიათ.
წყალაფორეთის სკოლის მოსწავლეები, გასული სასწავლო წლის მსგავსად, თეთრაწყაროს სკოლის კორპუსში ისწავლიან, რადგან წყალაფორეთში ახალი სკოლის აშენება იგეგმება. ავარიული შენობის გამო, ალტერნატიულ ფართშია განთავსებული ჩრდილის დაწყებითი სკოლა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ 25-ვე საჯარო სკოლას სახელმძღვანელოები და პირველკლასელებისთვის ბუკები სწავლის დაწყებამდე გადასცეს.
გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე სკოლების თანამშრომლებს კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება აღარ ჩაუტარდებათ. სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლა, თერმოსკრინინგი და პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმებულია.
წარმატებულ, ნაყოფიერ, მშვიდობიან სასწავლო წელს ვუსურვებთ სკოლების კოლექტივებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული