ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.
გამონაკლისია ხარაგაულის #1, ხევისა და ხუნევის საბავშვო ბაღები.
ხარაგაულის #1 და ხევის საბავშვო ბაღებში სწავლა 19 სექტემბერს, ხოლო ხუნევში – 1 ოქტომბერს განახლდება. სწორედ პირველ ოქტომბერს არის დაგეგმილი ხუნევის საბავშვო ბაღის ახლადაგებული შენობის გახსნა.
აღსანიშნავია, რომ ხევის საბავშვო ბაღის 27 აღსაზრდელიდან ბაღში სწავლის გაგრძელებას მხოლოდ 10 მათგანი შეძლებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ხევის ბაღის ძველი შენობა დაშალეს და ამ ადგილას ავტობანი შენდება; ბაღის ახალი შენობის აგება კი ჯერ არ დაწყებულა.
ხევის საბავშვო ბაღის ათი უფროსჯგუფელი სასკოლო მზაობის ჯგუფის პროგრამას ხევის სკოლის შენობაში გამოყოფილ ოთახში გაივლის.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღი სწავლის 15 სექტემბერს განახლებას შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო ვერ ახერხებს, – ამ დღეს ტრაგიკულად დაღუპული აღსაზრდელის დაკრძალვაა.
მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, აღმზრდელებსა და გაერთიანების დირექციის წარმომადგენლებს.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ხარაგაულში სკოლამდელთა და მათი მშობლების უფლებები ირღვევა
ბორითში ახალი საბავშვო ბაღის აშენების აუცილებლობა იკვეთება – თამარ ლაცაბიძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში