მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) 2023-2024 აკადემიური წლისთვის რეგიატრაცია პირველ სექტემბერს დაიწყო.
პირველი და მეორე ეტაპის დედლაინია 13 ოქტომბერი. მესამე ეტაპზე წარმატებით გადასული მონაწილეები საბოლოო ანუ მესამე ეტაპს გაივლიან 13 ოქტომბრის შემდეგ.
FLEX 2023 – 2024 წლის შესარჩევი ეტაპის კრიტერიუმები რომ დააკმაყოფილოთ:
შესარჩევი ეტაპი ყოველწლიურად იწყება სექტემბერ-ოქტომბერში.
საგამოცდო ცენტრები მდებარეობს თბილსში, ზუგდიდში, ბათუმში, ქითაისში, ბორჯომში, ახალციხეში, ნინოწმინდაში, გორში, რუსთავსა და მარნეულში.
FLEX-ის პირველი და მეორე ეტაპი ჩატარდება ისევ ონლაინ რეჟიმში, ხოლო რაც შეეხება მესამე ეტაპს, ეს შესაძლოა ჩატარდეს პირადად ლაივში, როგორც ადრე იყო, თუ ამის შესაძლებლობას მოგვცემს არსებული გარემოება (ეს დაზუსტება ოქტომბრის თვეში).
შესარჩევი პროცესი შეიცავს სამ ეტაპს:
I ეტაპის პასუხები გეცოდინებათ აპლიკაციის ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში მეილზე. III ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით ტელეფონის ნომერზე ნოემბერში ან დეკემბერში.
საბოლოო პასუხი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გახდება ცნობილი.
მე-12 კლასის შტატებში გატარების შეთხვევაში ეროვნული გამოცდების გაცდენა არ მოგიწევთ. ჩვეულებრივად მოასწრებთ ჩამოსვლას და გამოცდებზე გასვლას, მაგრამ ასევე გაქვთ შესაძლებლობა, რომ აიღოთ Gap year საქართველოს სკოლაში, რაც გულისხმობს ერთი აკადემიური წლის გამოტოვებას.
საქართველოს სკოლაში რომელ სავალდებულო საგნებსაც არ გაივლით შტატებში, მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს სკოლა ვალდებულია ჩაგიტაროთ დამატებითი გამოცდები, რომელსაც ადგენს თვითონ მასწავლებელი, რომ სამომავლოდ დაგიშვან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
P.S. FLEX-ის პროგრამით ამერიკაში ხარაგაულიდან 2016-2017 წელს ფერიდე ბერაძე სწავლობდა, 2019-2020 წლებში – სალომე მაჭავარიანი, 2021-2022 წლებში კი კესო ჩხიკვაძე.
ფოტოზე: FLEX-ის 2021-2022 აკადემიური წლის გამარჯვებულები
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში