

მარიამ ყურაშვილმა წელს მოლითის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა; ერთიანი ეროვნულ გამოცდებსაც ასევე წარმატებით აბარებს.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში მარიამმა 60 ქულიდან 57 ქულა მიიღო, მათემატიკაში 51 ქულიდან – 42, ინგლისურში – 80 ქულიდან – 77 ქულა.
მარიამის სურვილია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კომპიუტერულ პროგრამებს დაეუფლოს.
„მათემატიკაში რთული საკითხები იყო, – ამბობს მარიამი, – თუმცა, მოლითის სკოლაში იმდენად კარგი მასწავლებლები გვყავს და ისეთი სიღრმისეული ცოდნა მოგვცეს, რომ ამ საგანში მაღალი ქულის მიღებას ველოდი. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი წარმატებისთვის მადლობას ვუხდი მასწავლებლებს, ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით – ბებიას.
ვისარგებლებ შემთხვევით და გამოცდებზე მიღწეულ საუკეთესო შედეგებს ვულოცავ ჩემს თანაკლასელებს – ლიზა ღონღაძეს, თეონა კვინიკაძეს და ანა კიკნაძეს. ლიზამ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 50 ქულა მიიღო, თეონამ – 43, ანამ – 41. თეონამ მათემატიკასა და ბიოლოგიაშიც იყოჩაღა – მან მათემატიკაში 39 ქულა დაიმსახურა, ხოლო ბიოლოგიაში – 61 ქულა“.
ჩვენც ვუერთდებით მარიამის მილოცვას და აბიტურიენტებს შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.