ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, სათნოების სახლი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება ბიუჯეტიდან დამატებით თანხას ითხოვენ.
ამ ორგანიზაციების მიერ ხარაგაულის მერისთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათებში აღნიშნულია, რომ
ეს ხარჯების მუნიციპალიტეტისგან დაფუძნებულ ორგანიზაციებს 2022 წლის ბიუჯეტში არ დაუგეგმავთ.
„ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში გასულ წელს პირველი სართული გარემონტდა – ამბობს საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან ზუმბაძე, – ეს არ იყო გონივრული ხარჯი, რადგან პირველი სართული ნესტიანია და იქ ბავშვების ყოფნა არ შეიძლებოდა. ახლა ვარემონტებთ მეორე სართულს. გამოდის, რომ ხარჯი წინა წელს ტყუილად გავწიეთ. თუმცა, ეს საკრებულოს წევრებს არ ანაღვლებთ, რადგან ფული მათი ჯიბეებიდან კი არ მიდის.
გარე განათების ხარჯი რომ მოიმატებდა, ეს წინასწარ რატომ ვერ დაითვალეთ?! თავს იწონებთ იმით, რომ ყოველწლიურად გარე განათების ქსელი იზრდება. ამას რომ ელექტროენერგიის ხარჯის ზრდა მოჰყვეოდა, ეს რატომ არ გაითვალისწინეთ.
კარგია, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაზიფიცირება მოხდება, რადგან იქ ამ დრომდე შეშის ღუმელებით თბებიან. თუმცა, ბუნებრივი აირის გამათბობლების – ე. წ. „კარმას“ იმ ოთახებში დამონტაჟება, სადაც მოსწავლეები იქნებიან, არ შეიძლება. ამიტომ ეს საკითხი კარგად შესასწავლია~.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, მერია მოსწავლე-აზალგაზრდობის სახლს მოსთხოვს, რომ შესაბამისი სტანდარტებით უზრუნველყოს ბუნებრივი აირის სისტემის დამონტაჟება.
`ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში ახლაა აუცილებელი მეორე სართულის რეაბილიტაცია და დავგეგმეთ კიდეც, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებთ. ჩვენი მიზანია, სასწავლო წლის დაწყებისას აღსაზრდელებს მოწესრიგებული გარემო დახვდეთ.
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას სუბსიდიას ვუზრდით საწვავისა და ელექტროენერგიის საფასურის ცვლილების გამო. ამას 2022 წლის ბიიუჯეტის დაგეგმვისას ვერ გავითვალისწინებდით, რადგან საწვავის თანხა წელს გაიზარდა“.
მუნიციპალიტეტისგან დაფუძნებული ააიპ-ებისთვის სუბსიდიის გაზრდის საკითხი ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს წევრებმა დღეს, 10 აგვისტოს, განიხილეს.
საბიუჯეტო ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას დეპუტატები პარასკევს, 12 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში