კვირას, 7 აგვისტოს, ხარაგაულში მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) წმინდა იოაკიმესა და ანას სახელზე ტაძარს აკურთხებს.
ეს ტაძარი ხარაგაულში, ახალი საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს, ბიზნესმენმა მამუკა არევაძემ საკუთარი სახსრებით ააშენა.
„ბავშვობიდან მსურდა, რომ ხარაგაულში, იმ შემაღლებულ, ლამაზ ადგილზე ტაძარი ამეგო, – ამბობს მამუკა არევაძე, – თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. ღმერთმა ტაძრის მშენებლობის დაფინანსების შესაძლებლობა მომცა.
ამ პროცესში გზადაგზა წინააღმდეგობები შემხვდა. უფლის ნებით ყველაფერი შევძელი და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანე“.
მამუკა არევაძემ ტაძრისთვის ხატების შეძენაში საკუთარი მეგობრები, ნათესავები, ბიზნესპარტნიორები ჩართო. სურდა, რომ მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები დიდი მადლის თანამონაწილეები გამხდარიყვნენ.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის გადაწყვეტილებით, ეს ტაძარი ღვთისმშობელ მარიამის დედ-მამის, იოაკიმესა და ანას სახელობის იქნება.
„ტაძრის მშენებლობის კურთხევისას მეუფემ შვილის სახელი მკითხა, – იხსენებს მამუკა არევაძე, – ჩემს ქალიშვილს, რომელიც ქორწინებიდან 14 წლის შემდეგ შეგვეძინა, ანა დავარქვით. მეუფე მელქისედეკმა ბრძანა, რომ ჩემგან აგებული ტაძარი წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის უნდა ყოფილიყო. იმ წუთას თავი ძალიან ბედნიერად ვიგრძენი“.
მამუკა არევაძემ ტაძარი უფლისა და ხარაგაულელებისადმი დიდი სიყვარულით ააგო. მისთვის, როგორც თავად ამბობს, თითოეული ხარაგაულელი ძალიან ძვირფასი და განსაკუთრებულია.
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მღვდელ-მონოზონ გრიგოლის (ლომიძე) ინფორმაციით, ახალაგებულ ტაძარში წირვა-ლოცვა, სავარაუდოდ, ყოველ შაბათ-კვირას აღევლინება.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: მეუფე მელქისედეკი და სასულიერო პირები ხარაგაულში ახალაგებულ ტაძართან
ასევე დაგაინტერესებთ
ხარაგაულში იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარი შენდება
ჩვენთვის მთავარი ხარისხია – ამბობს სამშენებლო კომპანია „მეგობრობის“ დამფუძნებელი მამუკა არევაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში