ხარაგაულთან ბევრი წარმატებული ადამიანია დაკავშირებული.
მათ რიცხვს მიეკუთვნება ცნობილი ბიზნესმენი, სამშენებლო კომპანია „მეგობრობის“ დამფუძნებელი მამუკა არევაძე.
იგი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში სწავლობდა და თავისუფალი ჭიდაობის სექციაში ვარჯიშობდა. მე-9 კლასიდან თბილისში, ოლიმპიურ ბაზაში განაგრძო სწავლაც და სპორტული კარიერაც. ბავშვობიდან შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. განსაკუთრებულ აქტიურობას სამეურნეო მიმართულებით ამჟღავნებდა. უყვარდა ხეზე მუშაობა.
2005 წელს, შპს „მეგობრობა“ რომ დააფუძნა, მხოლოდ ერთი ხელოსანი ჰყავდა. თავდაპირველად მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრებს ამზადებდნენ. მოგვიანებით გაფართოვდნენ და მიმართულებებიც გაამრავალფეროვნეს. ამჟამად კომპანია „მეგობრობა“ 380 თანამშრომელს ითვლის და სამშენებლო სამუშაოების კუთხით 70 სახეობის პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„თავიდანვე მსურდა, კომპანიაში მეგობრული გარემო შეგვექმნა. სახელიც ამის გამო შევურჩიე. ხშირად იყო სახელის შეცვლის მცდელობა. თუმცა, იმდენად მომწონს და მიყვარს, რომ თავად არასდროს განმიხილავს ასეთი შემოთავაზება. კომპანიაში ნამდვილად მეგობრული და სანდო გარემოა შექმნილი. მახსოვს ჩვენი პირველი პროექტი – ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. მაშინ ეს საკმაოდ დიდი და ამბიციური ნახტომი იყო. თუმცა, მივხვდი, რომ ეს პროცესი ჩემთვის სასიამოვნო და ორგანული გახდა.
ამჟამად მრავალფუნქციურ შენობებს ვაშენებთ, რომელიც სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი. შეთავაზებების მრავალფეროვნება მომხმარებლის ინტერესის ზრდას იწვევს“.
პანდემია უარყოფითად აისახა კომპანია „მეგობრობის“ საქმიანობაზე. გაყიდვები 90%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად, ყველა თანამშრომელი შეინარჩუნეს. პროექტები დაზღვეულია საკმაოდ დიდი საბანკო სექტორისგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დათქმულ ვადებში დასრულდება.
კომპანია „მეგობრობის“ დამფუძნებელი მამუკა არევაძე ამბობს, რომ მათთვის უმთავრესი არის ხარისხი. კომპანია „მეგობრობის“ პროექტები, სხვა სამშენებლო კომპანიებთან შედარებით, ძვირია, მაგრამ ხარისხიანი; რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპლოატაციიდან მალე არ გამოდის.
„ჩვენი უმთავრესი ამოცანა ხარისხია. ბოლო პერიოდში ხალხიც ხარისხზეა მიმართული და ეს ძალიან კარგია. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან უსაფრთხოების ზომები 100%-ით არის დაცული. თუმცა, ჯერ არ გვქონია ფატალურად დასრულებული უბედური შემთხვევა. ჩვენ გვყავს სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ვალდებულებია, ყველა რისკი აღმოფხვრას. ეს მაძლევს იმის საშუალებას, რომ საქმიანობა მშვიდად გავაგრძელო“.
ამ ეტაპზე მრავალი გეგმა და პროექტი აქვთ. საქართველოში ჩამოიტანეს მაღალი დონის მინის გადამამუშავებელი ქარხანა. პანდემიის გამო, სპეციალისტების ჩამოყვანა ვერ ხერხდება.
„ეს მშენებლობის სეგმენტში აუცილებელი მიმართულებაა. ჩვენ ამ კუთხით დიდი ნახტომი გავაკეთეთ. გვინდა და აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მინის პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ; კონკრეტულად კი ამერიკასა და საბერძნეთში. ამით საქართველოს ცნობადობის გაზრდასაც შევუწყობთ ხელს. შევქმენით საგამოფენო სივრცე, რომლის მსგავსიც ამიერკავკასიაში არ არის. ამ სივრცეში მომხმარებელს 70-მდე პროდუქციის დათვალიერება შეუძლია“.
კომპანია „მეგობრობის“ თითოეული თანამშრომელი, ხელმძღვანელიდან დაწყებული, ცდილობს მომხმარებელი მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩეს. მათი მთავარი ამოცანა სანდოობის მოპოვებაა.
„ის, რომ კომპანია „მეგობრობა“ წარმატებულია, გუნდურობისა და ერთიანობის დამსახურებაა. სწორედ ეს არის განვითარების საწინდარი“.
წარმატებებს ვუსურვებთ ბიზნესმენ მამუკა არევაძეს.
P. S. მამუკა არევაძის თაოსნობით, ხარაგაულის ახალ საავადმყოფოსთან ტაძარი შენდება.
ლიკა ხიჯაკაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში