

ხარაგაულელი ბიზნესმენის, მამუკა არევაძის თაოსნობით, ხარაგაულისახალ საავადმყოფოსთან ტაძრის მშენებლობა დაიწყო.
მშენებლობა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა.
„ბავშვობიდან მსურდა, ჩემს უბანში ტაძარი ყოფილიყო. რამდენიმე წელია, ჩემი სურვილის სისრულეში მოყვანა გადავწყვიტე. დიდი წინააღმდეგობა შემხვდა. 4 წლის განმავლობაში ვიბრძოდი ადგილისთვის, სადაც ტაძარს ავაგებდი. სახემწიფომ არ მომცა იმის საშუალება, რომ საეკლესიო მიმართულებით გამომეყენებინა რომელიმე კონკრეტული ადგილი, რომელიც საპატრიარქოს გადაეცემოდა და იქ ტაძარი აიგებოდა.
ბოლოს აუქციონით ვიყიდე ის ტერიტორია, სადაც ახლა ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს. იმ დღესვე დავიწყეთ მშენებლობა. უფლის წყალობით, სამუშაოები მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ეს ტაძარი მოქმედი უნდა იყოს, რომ ნებისმიერ გზად მიმავალ ადამიანს შეჩერებისა და უფლის მადლის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს“.
ტაძრის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. იგეგმება ლამაზი, გამწვანებული ეზოსა და ბილიკების მოწყობა. ტაძარი იოაკიმესა და ანას სახელობის იქნება და მისი მშენებლობა წელსვე დასრულდება.
ლიკა ხიჯაკაძე
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა