

ისეთი განცდა მაქვს, მართვის პულტი პუტინს უჭირავს, – ამბობს ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე, – აბა, რა არის ეს, როგორ ავხსნა, რომ ევროპულ მომავალზე საუბარს ყველა უფრთხის და შეშინებულები აქეთ-იქეთ იხედებიან. ალტ-ინფოს ოფისს კი მთელ საქართველოში პოლიცია იცავს.
ევროკავშირის დაფინანსებულ ბაღებსა და გზებს ზარ-ზეიმით ხსნით; ესწრებით ტრენინგებს კრიტიკულ აზროვნებასა და სერვისების გაუმჯობესებაზე, – ესეც ევროპული ფულია, იცოდეთ. შენი შვილები რომ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობს, ესეც ევროპაა, და საერთოდ, ევროპა, ოდითგანვე განვითარება და განათლებაა…
შენ კი დგახარ და მომავალს ართმევ შენს შვილებს – ისე გამოიყურები, თითქოს არაფერი ხდება. მოკლედ, ორი გზა არის პუტინ-ოლიგარქის ალიანსი ან ევროპა. მომავალი ჩვენს ხელშია“, – წერს სოციალურ ქსელში ხათუნა მანჯავიძე.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
არათუ თითოეულ დღეს, თითოეულ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
მთავრობას ისეთი რეფორმების გატარება უნდა მოვთხოვოთ, რაც ევროკავშირთან დაგვაახლოებს
საზოგადოებისა და ხელისუფლების დამოკიდებულებებს შორის ძალიან დიდი აცდენაა – ვანო ჩხიკვაძე
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე