ამ წლის ბოლოს ევროკომისია შეაფასებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინას და მოლდოვასაც, – ამბობს ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე.
მისივე მოსაზრებით, დიდი ალბათობით არც ერთი და არც მეორე ქვეყანა მიღწეული (კანდიდატის სტატუსით) გამარჯვებით არ დაკმაყოფილდება და ყველაფერს იზამს, რომ ევროკავშირთან შემდეგ ეტაპზე გადავიდეს ანუ გაწევრების მოლაპარაკები დაიწყოს.
თუ მათ ეს შეძლეს, ჩვენ კი მოცემულ 12 პუნქტზე პროგრესი ვერ ვაჩვენეთ და კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ჩვენსა და მოლდოვა-უკრაინას შორის ევროინტეგრაციის გზაზე ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზრდება.
მომავალი წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის როტაციულ პრეზიდენტობას შვედეთი იღებს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი შემქმნელი და ტრადიციულად გაფართოების მხარდამჭერი ქვეყანაა. ამის მერე იწყება ახალი ტრიოს პრეზიდენტობა (ესპანეთი – 2023 II ნახევარი, ბელგია – 2024 წლის I ნახევარი და უნგრეთი -2024 წლის II ნახევარი), რომლებიც ჩვენი რეგიონისკენ ნაკლებად იყურებიან.
2024 წელს ევროკავშირი შიდა საქმეებზე უფრო გადაერთვება. ამ წელს ახალი ევროპარლამენტის არჩევნებია, ასევე მოქმედ ევროკომისიას ვადა ეწურება. არავინ იცის, ამ ინსტიტუციებში ვინ მოვა და მათ რა პრიორიტეტები ექნებათ.
შესაბამისად, დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. თუ ტრიოს ფორმატმა აზრი სრულად დაკარგა (და ტრიოს შექმნას საქართველო სწორედ იმიტომ ცდილობდა, რომ გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნებს დაკავშირებოდა) და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირი როგორც წესი რეგიონული გაფართოების მომხრეა, უკრაინა-მოლდოვასთან ჩამორჩენის შემთხვევაში შეიძლება მოგვიწიოს სომხეთ-აზერბაიჯანს ან თურქეთის ევროკავშირისკენ წასვლას დაველოდოთ. ეს რამდენად შესაძლებელია ან როდის მოხდება, ძნელი სათქმელია.
ასე რომ, დრო ახლა ევროკავშირში გაწევრების პროცესში ჩვენ მოკავშირედ ნამდვილად ვერ ჩაითვლება. არათუ თითოეულ დღეს, თითოეულ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გვაქვს არასრული 180 დღე იმისთვის, რომ საქმე 180 გრადუსით შევატრიალოთ.
ევროკავშირის გაფართოების ამბავს ვინც თვალს ადევნებს ყველამ იცის, რომ მსგავსი შესაძლებლობის ფანჯარა ათწლეულებში ერთხელ იხსნება. როდის გაიხსნება კიდევ მსგავსი შესაძლებლობა და იქნება თუ არა იგი საერთოდ, არავინ იცის, – წერს სოციალურ ქსელში ვანო ჩხიკვაძე.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
მთავრობას ისეთი რეფორმების გატარება უნდა მოვთხოვოთ, რაც ევროკავშირთან დაგვაახლოებს
საზოგადოებისა და ხელისუფლების დამოკიდებულებებს შორის ძალიან დიდი აცდენაა – ვანო ჩხიკვაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი