ზაფხულიდან ხარაგაულში შპს „ფრიზ თი“ ტყის გაყინული სოკოების წარმოებას დაიწყებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით.
ამ ინოვაციურმა ბიზნეს იდეამ 100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
როგორ აპირებენ ტყის გაყინული სოკოების წარმოებას, რა შესაძლო გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ და სად გაიყიდება პროდუქცია, – ამ შეკითხვებით შპს „ფრიზ თის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ირაკლი დოლიძეს მივმართეთ.
– ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსი კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის სიახლის დასანერგად, – ამბობს ირაკლი დოლიძე, – გაყინული ჩაის ფოთლებსა და მოცვს ხარაგაულში, უკვე ორი წელია, ვაწარმოებთ. ამ საწარმოო პროცესს ადგილზე ლაშა გურგენიძე ხელმძღვანელობს. საპილოტედ, გასულ წელს მცირე რაოდენობით გაყინული სოკო ვაწარმოეთ.
წლებია, „ფრიზ თის“ ჯგუფი იკვლევს, რომ საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხარაგაულში, ტყის სოკოს რესურსი ასათვისებელია, ბაზარზე კი სოკო მოთხოვნადი პროდუქტია.
ამ საგრანტო დაფინანსებით კომპანია იმერეთისა და რაჭის მთიანი სოფლების ტყეებში შეგროვებულ სოკოს შეიძენს, გადაამუშავებს და შეიტანს როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე. გაყინული სოკო მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს უნდა მიაწოდონ.
ზაფხულის მეორე ნახევრიდან გვიან შემოდგომამდე სოკოების მიღება დაიწყება. „ფრიზ თის“ დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ წელს კარგი კლიმატური პირობები იქნება და ტყეში სოკოც უხვად მოვა.
„გამოწვევა და რისკია ის, რომ ყველამ, ვისაც ჩვენი საწარმოსთვის სოკოს მოტანის სურვილი ექნება, შესაძლოა, შხამიანი და კარგი სოკოების ერთმანეთისგან გარჩევა არ იცოდეს, – ამბობს ირაკლი დოლიძე, – ამიტომ ვგეგმავთ, რომ სოკოს პოტენციური შემგროვებლები და პერსონალი ამ კუთხით გადავამზადოთ. უნდა შევქმნათ მცირე სასწავლო მასალა, რომელიც შემგროვებლებს სოკოების ამოცნობაში დაეხმარება“.
საგრანტო დაფინანსებით საწარმო უახლესი აპარატურით აღიჭურვება. თუმცა, თანხის დიდი ნაწილი ნედლეულის შესყიდვისთვის არის განსაზღვრული. საწარმოში დასაქმებული არიან ხარაგაულელები და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
ფოტოზე: ირაკლი დოლიძე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორ ავთანდილ კასრაძესთან ერთად
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
ჭიათურასა და საჩხერეში მოპოვებული სოკო, სარეალიზაციოდ, ხარაგაულში მზადდება
ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ხელშეწყობით იმერეთში „მთის ჩაის ასოციაცია“ შეიქმნა
ქართველი მეწარმე ჩაის მიტოვებულ პლანტაციის ევროკავშირის მხარდაჭერით აღადგენს
„ათი ძროხის პატრონი საწველ აპარატს თავად იყიდის“
ღვინის ფესტივალში ხარაგაულიდან „ავალიშვილების მარანი“ ჩაერთვება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი