ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის გაჭიანურებული მშენებლობა დასრულდა, წყალსადენის მშენებლობა კი მომავალ კვირაში უნდა დამთავრდეს. ეს ინფორმაცია მშენებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მოვიპოვეთ.
ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩის მოასფალტება წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობის გამო იყო შეჩერებული, ორი წლის განმავლობაში.
ადგილობრივებს, თვეების განმავლობაში შექმნილი დისკომფორტის მიუხედავად, თმენის მაღალი უნარი აღმოგვაჩნდა. სამ კვირაში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ხარაგაულში მუნიციპალიტეტიდან გასული ჩვენი თანამემამულეებიც დაბრუნდებიან.
რამდენად მოესწრება აღდგომამდე ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის მოასფალტება, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს, მივმართეთ.
„ყველას ვუკავშირდებით, ვისაც საჭიროა, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ყველანაირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული ამ კომპანიასთან, არა მხოლოდ მე, არამედ მაჟორიტარ დეპუტატს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ევალება. „ბლექ სი გრუპისთვის“, ისევე როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის, ცნობილია, რომ ხარაგაულში ასფალტის დაგების ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ არსებობს.
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს დამოკიდებულებას მოსახლეობის მიმართ იმ უხერხულობის გამო, რაც შექმნილი იყო ამ დროის განმავლობაში. ჩვენ ამას ადრეც ვამბობდით, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას დისკომფორტისთვის.
სააღდგომოდ, ზესტაფონი-კიცხის საავტომობილო გზა ხარაგაულში „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურამდე დასრულებული იქნება. რაც შეეხება საღანძილიდან ბაბამდე გზას, გვაქვს ძალიან კარგი, თუ არ ჩავთვლით მარელისის ახლადდანგრეულ ხიდს, რომლის რეაბილიტაციაც იწყება და მთავრობის განკარგულება უახლოეს ხანში იქნება. ამაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი და „საქართველოს რკინიგზის“ კომპანიაა ჩართული.
ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე მხოლოდ იმ სამუშაოების ჩატარება, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, საკმარისი აღარ იქნება. კონტრაქტი მხოლოდ არსებული საფარის აფხეკასა და ასფალტის გადაგებას ითვალისწინებდა. ამ შემთხვევაში გზის მთლიანი დამუშავება უნდა მოხდეს, რაც „ბლექ სი გრუპსა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებას გულისხმობს. ხელშეკრულებაში ეს ცვლილებაც მისაღწევია. ამასთან, „ბლექსი სი გრუპის“ მხრიდან მობილიზებაა საჭირო და ეს ყველაფერი, შესაძლოა, აღდგომამდე ვერ მოესწროს.
ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ყველაფერს, მაგრამ ვფიქრობ, სააღდგომოდ ჩამობრძანებული და აქ მყოფი ხარაგაულელებიც მაქსიმალურად გაგებით უნდა მოეკიდონ შექმნილ მდგომარეობას“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
ხარაგაულის მერი მიმდინარე წლის თებერვალში დაგვპირდა, რომ ამ ზაფხულს 24-საათიანი წყალმომარაგებითა და კეთილმოწყობილი
საავტომობილო გზით შევხვდებით.
ამავე თემაზე:
ხარაგაული წვიმის დროს ატალახებულია, თუ მზეა – ყველაფერი მტვრით იფარება
როდის დასრულდება კანალიზაციისა და წყალსადენის მშენებლობა ხარაგაულში
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
როდის განახლდება მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.