
ძირულა-ხარაგაულის მშენებარე საავტომობილო გზის ლაშის ერთკილომეტრიანი მონაკვეთი, ამ დრომდე, დანგრეულია. ეს ზონა მეწყერსაშიშიც გახდა. დაძრული მეწყერის შესაჩერებლად მოწყობილი შემაკავებელი ბარიერი გზის მხარესაა გადმოწეული, რაც გზაზე მოძრავ ავტომობილებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
როდის დასრულდება ძირულა-ხარაგაულის გზის მშენებლობა და რა ეშველება ლაშეში გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს, ამ საკითხებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს დავუკავშირდით.
– ისეთ დიდ კომპანიას, როგორიც „ბლექ სი გრუპია“, მეტი პასუხისმგებლობა მართებს, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ძირულა-ხარაგაულის გზის მონაკვეთზე დარჩენილი სამუშაოები ერთიან ჭრილში განიხილება. „ბლექ სი გრუპთან“ და საგზაო დეპარტამენტთან ყველა ამ მონაკვეთის აღდგენასა და შესრულებაზე ვსაუბრობთ. ძირულა-ხარაგაულის კეთილმოწყობილი გზა, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებში შედის. მაქსიმუმს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, და ცხადია, თუ სადმე გზაზე რაიმე საფრთხე არსებობს, ამის განეიტრალებაზეც „ბლექ სი გრუპმა“ უნდა იზრუნოს.
ჩემთვის ამ კომპანიასთან მუშაობა არ არის კომფორტული. უკმაყოფილო ვარ იმით, რაც გზებზე ხდება. „ბლექ სი გრუპს“ ამ გზის მშენებლობა სრულად უნდა ჰქონდეს დამთავრებული და აქამდე ამ კომპანიას ბევრი უკლია. ასფალტის პირველი პირია ჯერ გადაგებული და ისიც არ არის ბოლომდე გაკეთებული.
ჩვენ ამ ეტაპზე მინიმუმს ვითხოვთ, – რომ ერთი პირი ასფალტი მაინც გადააგონ, რომ ნორმალურად შევძლოთ გადაადგილება. სახელმწიფომ მილიონობით თანხა გამოყო. კომპანიას კი არ ჰყოფნის პასუხისმგებლობა, რომ აღებული რა ვალდებულებები შეასრულოს. თუ დღემდე არ შეწყდა მათთან ხელშეკრულება, ეს გამოწვეულია არა იმით, რომ ვინმე მათ თავზე ხელს უსვამს, არამედ კონტრაქტის შეწყვეტა და ახლის წარმოება გაცილებით მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვიდრე დაწყებული საქმე დაასრულებინო“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
როდის დაიწყება ხარაგაულში ცენტრალური ქუჩის მოასფალტება
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად