
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობისთვის განმეორებითი ტენდერი 2022 წლის მეორე კვარტალში გამოცხადდება.
ეს ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოვიპოვეთ. 22 მარტს, ახალი ტენდერის გამოცხადების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. კონკრეტულად რომელ თვეში გამოცხადდება ეს ტენდერი, დეპარტამენტში ვერ აზუსტებენ.
მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აკკორდს“, ხელშეკრულების მიხედვით, გზის მშენებლობა 29 თვეში (2021 წლის მაისში) უნდა დაემთავრებინა. ამ გზის მშენებლობისთვის 54 566 117 ლარი გამოიყო. მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზა სანახევროდაც არ დაგებულა. „აკკორდმა“ მუშაობა 2020 წლის ნოემბრიდან ვეღარ გააგრძელა. „აკკორდთან“ ხელშეკრულება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის თებერვალში შეწყვიტა.
„ჩემი ხარაგაულის“ მკითხველებს დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ, როგორც კი მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობისთვის ხელახალი ტენდერი გამოცხადდება.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,