ხიდრის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე გიორგი ლელაძე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის ერთადერთი მონაწილეა ხარაგაულიდან.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოვიპოვეთ. გიორგი ლელაძე ბიოლოგიის ტურის მონაწილეა. ის 2020 წელს ხარაგაულის „ეტალონი“ მოსწავლე გახდა.
გიორგი ლელაძემ „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტ თამთა გოგოლაძის მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქიმია და ბიოლოგია მისი საყვარელი საგნებია.
„ოლიმპიადის მესამე ტურზე ბიოლოგიაში საკმაოდ რთული ტესტები იყო, – ამბობს გიორგი, – საკითხები მხოლოდ სასკოლო პროგრამას არ მოიცავდა. ყველა ტესტს ვუპასუხე. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებ, წინასწარ რამის თქმა ძნელია.
მომავალი პროფესია უკვე ავირჩიე – მიკრობიოლოგი მინდა გავხდე. თუმცა ეროვნული გამოცდებისთვის ჯერ რეგისტრაცია არ გამივლია“.
გიორგის ამ წარმატებით ძალიან გახარებულია მისი ბიოლოგიის მასწავლებელი თამთა მაისურაძე და სკოლის დირექტორი ეთერი პაპავა. ისინი ამბობენ, რომ გიორგი ძალიან მოტივირებული მოსწავლეა და მას შემდგომ წინსვლას უსურვებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური 3 მარტს დაიწყო და 13 მარტს გერმანული ენის ტურით დასრულდება. 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდება ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.
ფოტოზე: გიორგი ლელაძე ხიდრის სკოლის დირექტორ ეთერი პაპავასთან ერთად
ამავე თემაზე
ხარაგაულში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურზე 40-დან 25 მოსწავლე გამოცხადდა
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების