

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ხარაგაულში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, ისტორიაში, ინგლისურ და რუსულ ენებში ჩატარდა.
ოლიმპიადის მეორე ტური ხარაგაულის #2 სკოლაში მიმდინარეობდა. პირველ ტურში მონაწილე 206 ხარაგაულელი მოსწავლიდან მეორე ტურში 40 გადავიდა, მათგან ტესტირებაზე 25 გამოცხადდა. მოსწავლეთა მიუსვლელობის მიზეზი ოლიმპიადის დამკვირვებლის ნათია კაციტაძისთვის უცნობია.
ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში ყველაზე მეტი – 10 მოსწავლე მონაწილეობდა.
ხარაგაულელი მოსწავლეებიდან ოლიმპიადის მეორე ტურში ვერც ერთი მოსწავლე ვერ გადავიდა მათემატიკაში, ფიზიკაში, გერმანულ და ფრანგულ ენებში. ამის გამო ოლიმპიადის მეორე ტური ხარაგაულში 15 იანვრის ნაცვლად დღეს, 13 იანვარს, დამთავრდა.
დღეს ოლიმპიადა რუსულ ენაში გაიმართა, რომელშიც ერთი მოსწავლე – ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მეათეკლასელი – თამარ კურტანიძე მონაწილეობდა.
„ოლიმპიადის თითოეული სესია მშვიდ და წყნარ გარემოში, კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა, – ამბობს ხარაგაულში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მეთვალყურე მანანა რაზმაძე, – ბევრ რაიონში ვიყავი დამკვირვებელი, თუმცა ასეთი მოწესრიგებული მოსწავლეები იშვიათად მხვდებიან“.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ