ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსად ინგა ლურსმანაშვილი დაინიშნა.
ის 2014 წლიდან 2022 წლის პირველ მარტამდე მერიის იურიდიული განყოფილების უფროსად მუშაობდა, 2008-2014 წლებში – ხარაგაულის საკრებულოს აპარატის იურისტად.
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად პეტრე შარიქაძე დაინიშნა. ის 2013 წლიდან ამ სამსახურში სპეციალისტად, წამყვან სპეციალისტად, განყოფილების უფროსად მუშაობდა. 2020 წლის ივლისიდან 2022 წლის პირველ მარტამდე ამ სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია.
წელიწადნახევარია ვაკანტურია მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსის თანამდებობები.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში ია ტაბატაძე ამბობს, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ღია კონკურსი ჩატარდა. კონკურსში ერთი პირი მონაწილეობდა. საკონკურსო კომისიას, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიუღია, წარუდგენს თუ არა მერს დასანიშნად იმ კონკურსანტს.
შიდა კონკურსი გამოცხადდება ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე – ღია კონკურსი. კონკურსის გამოცხადების თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.
ამავე თემაზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი