

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ხარაგაულელი მზია პაპიძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ქალბატონი მზია ხელსაქმით ბავშვობიდანაა გატაცებული და თავისუფალ დროს ულამაზეს ნივთებს ქმნის.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელით მოქსოვილი ჩანთები და ფუჩეჩისგან გაკეთებული ნივთები, ასევე ხელით მოქარგულ-მოქსოვილი ბავშვის თეთრეული და მაგიდის გადასაფარებლები.
„ბევრი ხელოვანი აღმოვაჩინეთ ხარაგაულში, მათ შორის არის მზია პაპიძე, – ამბობს ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მენეჯერი მანანა ტაბაშიძე, – ქალბატონი მზია, პროფესიით ექთანია, ჰყავს ოთხი საუკეთესო შვილი და მეუღლე. ეს ხელნაკეთი ნივთები, გარდა იმისა რომ ძალიან ლამაზია, პრაქტიკულადაც გამოიყენებ.
მზია პაპიძის ნამუშევრებთან ერთად გამოფენილია ზრდასრულთა განათლების ცენტრის თექისა და ჭრა კერვის კურსებზე შექმნილი ნამუშევრები. თექისგან შექმნილი ნამუშევრების უმრავლესობა ეკუთვნის ჩვენი ცენტრის თექის მასწავლებელს სოფო მირცხულავას”.
„ჩემი დედა და ბებია კერავდნენ და ქსოვდნენ. მეც საბავშვო ბაღში დავდიოდი, ქსოვა რომ ვისწავლე, – ამბობს მზია პაპიძე, – მას შემდეგ თუ თავისუფალი დრო მაქვს, ან ვკერავ, ან ვქსოვ. ღამეებს ვათენებდი, ისე მიყვარდა ხელსაქმე.
90-იან წლებში ღამე ლამფის შუქზე ვკერავდი ან ვქსოვდი. მეზობლებისთვის საჩუქრად მიმქონდა ხოლმე ჩემი გაკეთებული ნივთები. ამ რამდენიმე დღის წინ ერთ ხარაგაულელ ქალბატონს ვაჩუქე. ისე ძალიან მოეწონა, გამოფენის მოწყობა შემომთავაზა“.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ხარაგაულელი მზია პაპიძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ქალბატონი მზია ხელსაქმით ბავშვობიდანაა გატაცებული და თავისუფალ დროს ულამაზეს ნივთებს […]
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით
1 ივნისს ხარაგაულელი გიორგი (გია) ლურსმანაშვილის აფხაზეთის ომში