სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ნაცვლად, ხარაგაულის მერიაში ამავე სახელწოდების სამსახური შეიქმნა.
ამ დრომდე განყოფილება ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაში შედიოდა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს კახა გოლუბიანის ინფორმაციით, ამ ახალ სამსახურს ექვსი თანამშრომელი ეყოლება. სამსახურის უფროსისა და ორი სპეციალისტის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდება, დანარჩენ შტატებზე კი განყოფილებაში დასაქმებული პირები დარჩებიან და მათ კონკურსის გავლა აღარ მოუწევთ.
ამ საკითხის 7 ივნისის საკრებულოს სხდომაზე განხილვისას საკრებულოს ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე დაინტერესდა, რატომ არ ინიშნებიან ამ დრომდე მერიის ოთხი სამსახურის უფროსები.
თითქმის ერთი წელია, ვაკანტურია ხარაგაულის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების უფროსის თანამდებობები.
ინგა მაღრაძეს უკვირს, რატომ ვერ შეარჩია საკონკურსო კომისიამ ამ სამსახურების უფროსები ვერც დახურული და ვერც ღია კონკურსებით.
„საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები საკმაოდ კვალიფიციურები არიან. თან ზოგი მათგანი, თვეებია, უფროსის მოვალეობას ასრულებს, – ამბობს ინგა მაღრაძე, – სავარაუდოა, რომ მერს კონკრეტული ვაკანსიების დასაკავებლად სხვადასხვა პირებზე დაპირება აქვს მიცემული. კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებთ პოლიტიკური ინტერესების გატარებას და ელოდებით ორი წლის გასვლას, რომ შემდეგ დანიშნოთ თქვენთვის სასურველი პირი თანამდებობაზე, რადგან უფროსის მოვალეობის შესრულება პირს მხოლოდ ორი წლის განმავლობაში შეუძლია.
ვფიქრობ, ფერხდება სამსახურების საქმიანობა, რადგან მოვალეობის შემსრულებლებს არ აქვთ სათანადო მოტივაცია, რომ საქმე შეასრულონ. მათ იბარებენ თათბირებზე და ეუბნებიან, რომ არ ჩაერთონ კონკურსში. საჯარო მოხელეებს უყალიბდებათ განცდა, რომ პროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით კი არ დაფასდება მათი შრომა, არამედ მერის პოლიტიკური ნების მიხედვით. რისთვის მივიღეთ „საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“?!
ინგა მაღრაძეს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ 2014 წელს მისი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევა გაახსენა.
„საკრებულოში ხუთი კაცი იყავით გასული რესპუბლიკური პარტიიდან და საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნეთ, – აღნიშნა პაატა გოგოლაძემ, – ეს არჩევა კი არა, დანიშვნა იყო, რადგან თქვენი პარტიის თავმჯდომარემ მოითხოვა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილიყავი. პრობლემებს ცალმხრივად ნუ უყურებ“.
ინგა მაღრაძემ კოლეგის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას თავი დანიშნულად არ უგრძვნია და ის თანამდებობაზე საკრებულომ აირჩია, ხოლო ორი წლის შემდეგ – გადაირჩია.
„გამოდის, რომ ხმა საკუთარი ნების საწინაააღმდეგოდ მომეცი, – მიმართა ინგა მაღრაძემ პაატა გოგოლაძეს, – მაშინ შენთვის ძალა დაუტანებიათ. გამოგეჩინა გამბედაობა და ჩემთვის მხარი არ დაგეჭირა“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი