სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას შეშის შეძენის მოთხოვნით მიმართავენ.

გასულ წელს გაჭირვებული ოჯახებისგან მიღებული ყველა ასეთი განცხადება ვერ დაკმაყოფილდა. 2022 წლის ბიუჯეტში კი ამ მიზნით 10 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„მოსახლეობა სოფლებში შეშით მომარაგებას ითხოვს, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, – სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეშის შესაძენად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა გასულ წელს 10 ათასი ლარი ორჯერ გამოყო და ჯამში 210 კბმ შეშა შევიძინეთ. 2021 წელს 10 ათასი ლარით 105 კბმ საშეშე მერქნის შეძენა შეიძლებოდა, წელს კი ამ თანხით მხოლოდ 90 კბმ შეშის შეძენას შევძლებთ“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან 2022 წლის 13 იანვარს დადებული ხელშეკრულების თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 90 კბმ საშეშე მერქანს 9 900 ლარად შეიძენს; შესყიდული შეშა ოჯახებს, ეტაპობრივად, 28 თებერვლამდე უნდა მიაწოდონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატების ხარჯი 67 000 ლარით იზრდება