ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები იზრდება.
საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ოთარ ლურსმანაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, „2022 წლის იანვრიდან ხელფასები ყველა საჯარო მოხელესა და ააიპ-ში დასაქმებულებს გაეზარდათ.
საკრებულოს წევრის ხარჯი, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად რეგულირდება – ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს.
ამ დრომდე ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატები, ხარჯის სახით, 397 ლარს იღებდნენ, ცვლილების შემდეგ ეს თანხა 676 ლარამდე გაიზრდება“.
17 დეპუტატზე გაზრდილი ხარჯის ასანაზღაურებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით საჭიროა 67 000 ლარი, რომლის დაფარვის წყაროდ გამოყენებული იქნება 2022 წლის პირველი იანვრისათვის დარჩენილი საკუთარი საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთი.
ამ ცვლილებას ხარაგაულის საკრებულო 7 თებერვლის სხდომაზე განიხილავს.
ასევე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის ბიუჯეტიდან 2022 წელს გაჭირვებული ოჯახებისთვის შეშის შესაძენად 10 ათასი ლარი გამოიყო
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი