მეორე დღეა, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბონენტებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.
როდის აღდგება დენის მოწოდება, – ამ შეკითხვით „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, თეონა გეგუჩაძეს, დავუკავშირდით.
„22 დეკემბერს მოსულმა ძლიერმა ნალექმა მნიშვნელოვნად დააზიანა მაღალი და დაბალი ძაბვის ქსელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ავარიულად გამოირთო გადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა რამდენიმე ქვესადგურს, – გვიპასუხა თეონა გეგუჩაძემ, – მიუხედავად იმისა, რომ მობილიზებული იყო მომსახურების პერსონალი და მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, ავარიების გუშინვე აღმოფხვრა ვერ მოხერხდა.
დიდთოვლობამ ბევრ დასახლებულ პუნქტში პერსონალს გადაადგილება შეუზღუდა და მასალების გადატანა უწევთ ფეხით, რაც ასევე ართულებს აღდგენითი სამუშაოების ოპერატიულად წარმართვას. გარდა უშუალოდ მომსახურების ცენტრის პესონალისა, სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოსული ტექნიკური ბრიგადები.
ამჟამად ხარაგაულის მომსახურების ცენტრში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს მ/ძ ქვესაგურებს „საქასრიას“, „მარელისს“, ასევე 5 ფიდერს. მათ შორის დაზიანებულია უშუალოდ დაბა ხარაგაულის მკვებავი ერთ-ერთი 10 კილოვოლტიანი ხაზი. კერძოდ, მოტეხილია ერთ-ერთი საყრდენი და ტექნიკური სამსახური ცდილობს ადგილზე მისვლას, ახალი საყრდენის დასამონტაჟებლად.
დაზიანებული ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დილიდან ინტენსიურად გაგრძელდა და სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში აბონენტების უმეტესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მოხერხდება“.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ხარაგაულში, უგზოობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია
„ძვირფასო მთავრობავ, გამოდით, მანქანას მაინც მოაწექით!“
ხარაგაულის მერი უამინდობით შექმნილ პრობლემებზე კომენტარს მოგვიანებით აპირებს
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.