ხარაგაულში გუშინ მოსულმა თოვლმა პრობლემები შექმნა.
დათოვლილი გზები უხარისხოდაა გაწმენდილი, რის გამოც დაბა ხარაგაულში გადაადგილება ავტომანქანითაც გაძნელებულია და ფეხით მოსიარულეებსაც უჭირთ.
ხარაგაულიდან დღეს, 23 დეკემებერს, უგზოობის გამო სს „ავტოტრანსის“ კუთვნილი ვერც ერთი მიკროავტობუსი ვერ გავიდა.
მოძრაობა შეზღუდულია ლეღვნის, კიცხის, უბისა-სარგვეშის, ზესტაფონის, თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით.
ამ დილით ქუთაისიდან ხარაგაულში სამგზავრო მიკროავტობუსი მოვიდა. თუმცა მძღოლმა გვითხრა, რომ ძირულიდან ხარაგაულამდე გზაზე დაყინული თოვლის გამო, მოძრაობა ძალიან გაუჭირდა. ეს მიკროავტობუსი ქუთაისში დაბრუნებას, 09:30-ის ნაცვლად, 17:00 საათისთვის აპირებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების მოვლა-პატრონობა „კეთილმოწყობისა და დასუფთავების“ გაერთიანების ვალდებულებაა.
რატომ არ გაიწმინდა გზები ხარისხიანად, – ამ შეკითხვით გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პაატა ფქციალაძეს მივმართეთ.
მისი თქმით, გზებს, „როგორც შეუძლიათ, ისე წმენდენ“.
პაატა ფქციალაძე ამბობს, რომ გრეიდერით გზა გუშინ ძირულასა და კიცხის მიმართულებით გაიწმინდა. ახლა კი გრეიდერს ჩხერიმელას ხეობის სოფლებში აგზავნიან.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
როდის აღდგება ხარაგაულში ელექტროენერგიის მოწოდება
„ძვირფასო მთავრობავ, გამოდით, მანქანას მაინც მოაწექით!“
ხარაგაულის მერი უამინდობით შექმნილ პრობლემებზე კომენტარს მოგვიანებით აპირებს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი