- რატომ ვერ გაუმკლავდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უამინდობით შექმნილ გამოწვევებს, – ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ხარაგაულის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერის პირველ მოადგილესთან და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან დაკავშირება ვცადეთ.
ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა გვიპასუხა, რომ ის ამჟამად „საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონიალზე იმყოფება და ხარაგაულში უამინდობის გამო შექმნილ პრობლემებზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს“.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ ის ამჟამად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სახლში იმყოფება. „გზა ჩემს სოფელ ვაშლევშიც გაუწმენდელია, რადგან ტრაქტორისტი, რომელთანაც თვითმმართველობამ ხელშეკრულება გააფორმა, ცენტრალური საავტომობილო გზის გაწმენდაში მონაწილეობდა;
ამჟამად გზა ვერტყვიჭალაში, გოგიაშვილების უბანში იწმინდება, შემდეგ სამუშაოები გედსამანიაში გაგრძელდება, მოგვიანებით ტრაქტორი, საავტომობილო გზის გასაწმენდად, ნადაბურის მიმართულებით წავა“, – ამბობს მანანა ბარბაქაძე.
ხარაგაულის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილსა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, კახა გოლუბიანს ტელეფონები გამორთული აქვთ.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ხარაგაულში, უგზოობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი