

15 სექტემბრიდან ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ – დაინერგება.
ამ სკოლის დირექტორის, ლენა აბაშიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, პროფესიულ პროგრამაში ჩართვის უფლება საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს ექნებათ. ეს პროგრამა ორწლიანია და ახალგაზრდები პარალელურად, სკოლის საგნებსაც ისწავლიან.
კომპიუტერულ სისტემებს მათ ზესტაფონში მოქმედი პროფესიული სასწავლებლის, „კონსტრუქტ2“-ის, სპეციალისტები შეასწავლიან, ხოლო დანარჩენ საგნებს – ვერტყვიჭალის სკოლის პედაგოგები. პროფესიულ პროგრამაზე სწავლა ორწლიანი იქნება და კურსდამთავრებულები სკოლის ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.
პროფესიულ პროგრამაზე – „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ ვერტყვიჭალის სკოლაში 16 ახალგაზრდის მიღების შესაძლებლობაა. უპირატესობა ამავე სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ. თუმცა, პროგრამაში ჩართვის მსურველ ახალგაზრდებს ძირულას ხეობის ყველა სოფლიდან ელოდებიან.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი
ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ექიმ მაია
მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
2023 წლის სექტემბრიდან საღანძილის სკოლის მოსწავლეები ამავე