

22 ნოემბრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.
„მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაძლევს საშუალებას, რომ სწავლა საკლასო ოთახებში განვაახლოთ, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე, – თუმცა, მასწავლებელთა ინფიცირების გამო, ონლაინ სწავლება კიდევ ერთი კვირით გაგრძელდება ნადაბურის, ვახანისა და ლაშის სკოლებში.
ონლაინ გააგრძელებს სწავლას ბორითის სკოლის მესამე კლასი.
სოფლებში უკმაყოფილებას გამოთქვამენ სკოლებში ონლაინ სწავლების გამო, მაგრამ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას არავინ უფრთხილდება. თითქმის ყველა სოფელში იმართება ხალხმრავალი შეკრებები. ეს უპასუხისმგებლობაა და ამით ვაზარალებთ საკუთარ თავს, ახლობლებს და რაც მთავარია, ბავშვებს.
ამ სიტუაციას აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს შესაბამისი ორგანოების მხრიდან“.
ფოტოზე: ნადაბურის საჯარო სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,