

ტრაგიკული და მოულოდნელი შემთხვევის გამო შეიცვალა ცხრა წლის გოგა ხახალაშვილის ცხოვრება. 2014 წლის გაზაფხულზე მეგობრებთან და და-ძმასთან ერთად თამაშისას მაღალი ძაბვის ბოძზე მავთულს მიეკრა.
გოგას დაუდგინდა თერმული დამწვრობა, რამაც გამოიწვია ზედა კიდურებისა და მარცხენა ყურის ამპუტაცია, მარცხენა ბარძაყისა და საზარდულის ღრმა ნეკროქტომია, თავის ქალის მიდამოში მრავლობითი დაზიანება.
გოგას, ექიმების დასკვნით, ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები.
გოგას ხუთშვილიანი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და სოციალურად დაუცველები არიან.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ტუროპერატორ „პოზიტივ ტრეველთან“ ერთად 26 მარტს, ხარაგაულის კინოთეატრის შენობაში, მართავს საქველმოქმედო ღონისძიებას გოგა ხახალაშვილის დასახმარებლად.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული