

32 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან.
ამ დღეს მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია. აქციის 21 მონაწილე დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა.
1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოა სიმღერა „სალაღობო“, რომელსაც უსინათლო ლელა ვეფხვაძე თავის მეგობრებთან – დონარა ცხადიაშვილთან, თინათინ ბირკაძესთან და ზაირა გელაშვილთან ერთად მღეროდა. ლელა ვეფხვაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშიდანაა.
ლელა ვეფხვაძეს 1989 წლის აპრილის მოვლენების გახსენება ვთხოვეთ.
დილის ათი საათიდან ორ საათამდე სამსახურში, საგუნდო კაპელაში მღეროდნენ. შემდეგ ცოტა ხნით ისვენებდნენ და საღამოს აქციის მონაწილეებთან მიდიოდნენ. თვლიდნენ, რომ განსაკუთრებული თანადგომა მომიტინგეებს ღამით სჭირდებოდათ.
აქციის მონაწილეები ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებით ხვდებოდა მომღერლებს – მაშინვე სცენაზე აჰყავდათ და ისინიც მღეროდნენ.
„ვცდილობდი, ქვეყნისთვის გადამწყვეტ მოვლენებში ჩემი წვლილი შემეტანა. ჩემთვის ის დღეები განსაკუთრებულია, იმდენად სხვანაირები ვიყავით. ახლა რომ ვუყურებ, რამხელა აგრესიაა ადამიანებში, გული მწყდება. სიფაქიზე და სიყვარული გამქრალია. ის ერთიანი საქართველო მენატრება.
… წვიმა დაიწყო და ტანკებიც დაიძრენ. ლიდერებმა გვითხრეს, „სალაღობო“ შეგვესრულებინა – ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც სიკვდილს სიმღერითა და ლოცვით ხვდებაო. არეულობაში მეგობრები დავკარგე.
მადლობა მაშინდელი მილიციის თანამშრომლებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ. მერე ავტობუსით უნივერსიტეტთან წავედით. მსხვერპლის მიუხედავად, 1989 წლის 9 აპრილი ჩემთვის ამაღლებული დღეა. მენატრება ის ერთიანი საქართველო, ის ხალხი, ყველას და ყველაფერს რომ უფრთხილდებოდა.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
სისხლის ფასად მოპოვებულ დამოუკიდებლობას მეტად უნდა მოვფრთხილებოდით (ვიდეო)
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი