ძირულას ხეობის სოფლებიდან მოსახლეობას ხარაგაულის ცენტრამდე ტრანსპორტირება უჭირს.
ცენტრალურ მაგისტრალზე საქალაქთაშორისო მარშრუტების მძღოლები მოკლე მანძილზე მგზავრების გადაყვანისგან თავს იკავებენ. ხარაგაულამდე მოსასვლელად მოსახლეობას ტრანსპორტიდან ტრანსპორტში გადაჯდომა უწევს.
ხარაგაულის 2021 წლის ბიუჯეტში მოსახლეობის ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის 20 ათასი ლარია განსაზღვრული.
„ძირულას ხეობის მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, – ხევი-ნადაბურიდან ხარაგაულში ძირულას გავლით მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ მოვემსახუროთ ამ მუნიციპალური ტრანსპორტით უბისა-ღორეშა-სარგვეშის მოსახლეობას“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მერიის შესყიდვების განყოფილებაში ტენდერის გამოსაცხადებლად ტექნიკური დეტალები ზუსტდება. მისგან მოპოვებული ინფორმაციით, ტენდერი სავარაუდოდ 7 ათას ლარზე გამოცხადდება.
მუნიციპალური ტრანსპორტი ხევი-ნადაბური-ხარაგაულის მიმართულებით, სავარაუდოდ, კვირაში ორჯერ იმოძრავებს. ხარაგაულამდე მგზავრობის ღირებულება ერთი ლარი ეღირება, ხევიდან ძირულამდე – 50 თეთრი.
მუნიციპალური ტრანსპორტი ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან საავადმყოფოს, თეთრაწყაროს, კიცხის, ფარცხნალის, ბაზალეთისა და ქროლის მიმართულებით 24 მარტიდან უკვე მოძრაობს. ამ სოფლების მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისთვის 9 990 ლარზე გამოცხადებულ ტენდერში ი/მ „შოთა აბაშიძემ“ გაიმარჯვა.
ამავე თემაზე
ძირულას ხეობის მოსახლეობა მუნიციპალურ ტრანსპორტს ითხოვს (ვიდეო)
რიკოთის მოსახლეობა მუნიციპალურ ტრანსპორტს ითხოვს
ხარაგაულის სოფლების მოსახლეობას მუნიციპალურ ცენტრამდე მგზავრობა უჭირს
ხარაგაული-თეთრაწყაროს მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი