ხუნევის საბავშვო ბაღს ახალი შენობა სჭირდება. ამ ბაღის 1986 წელს აგებული შენობა ავარიულია და იქ სარემონტო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ამჟამად ხუნევის საბავშვო ბაღში 21 აღსაზრდელია.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურას მუნიციპალური განვითარების ფონდი აწესრიგებს.
რამდენად არის შესაძლებელი, რომ ხუნევის საბავშვო ბაღის შენობაც მგფ-ის დაფინანსებით აიგოს, – ამ შეკითხვით მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორს, გიორგი შენგელიას, მივმართეთ.
გიორგი შენგელია ამბობს, რომ პროგრამა, რომელიც მცირე მოცულობის, 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობას ითვალისწინებდა, 2021 წელს სრულდება. სამომავლოდ მუნიციპალური განვითარების ფონდი 100-150 და 75 ბავშვებზე გათლილი საბავშვო ბაღების მშენებლობას იწყებს.
– სამწუხაროდ, მცირე მოცულობის ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები ამოიწურა, – ამბობს გიორგი შენგელია, – იმედს ვიტოვებ, რომ ეს წარმატებული პროექტი, შესაძლოა, გაგრძელდეს. თუმცა, ამ ეტაპზე პროგნოზი ძალიან მიჭირს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ხუნევში საბავშვო ბაღისთვის შენობის ასაშენებლად უახლოეს ხანში ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართავს.
„ეს წელი ჩვენ უნდა მოვახმაროთ იმას, რომ მოვიპოვოთ დაფინანსება, შევქმნათ პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. თუ წლის ბოლოსთვის რაიმე დანაზოგი იქნა, ამის ხარჯზე შესაძლებელია მოხერხდეს მგფ-თან შედეგის მიღწევა, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ვფიქრობ, რომ 2022 წელს ხუნევში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა უნდა ავაშენოთ.
სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ძირითადად, მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშაობს. თუმცა, ფინანსების მოძიება რეგიონული განვითარების ფონდიდანაც შეიძლება.
2022 წელი მუნიციპალური განვითარების ფონდს ჯერ არ დაუგეგმავს და ყველაფერია შესაძლებელი მაშინ, როცა იგეგმება“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
ამავე თემაზე
ხუნევის საბავშვო ბაღის შენობა სასწრაფოდ მისახედია
ხუნევის ბაღის შენობა ავარიულია
ხუნევში საბავშვო ბაღის შენობა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით აშენდება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი