

ხუნევის საბავშვო ბაღის ავარიული შენობი ეზო ადიდებულმა მდინარე ძირულამ დააზიანა და რამდენიმე ხე მოთხარა.
საბავშვო ბაღის გამგის, ნინო ჭუბაბრიას ინფორმაციით, 1986 წელს აშენებული ბაღის შენობა ავარიულია და სარემონტო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ამჟამად ხუნევის საბავშვო ბაღში 21 აღსაზრდელია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესის განახლების შემდეგ, თუ სტიქიის გამო ბაღის ფუნქციონირებას ხელი შეეშლება, აღსაზრდელებს დროებით ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღში გადაანაწილებენ და ტრანსპორტით მოემსახურებიან.
მერის თქმით, ბაღის განახლებისთვის პროექტი და თანხების მოძიებაა საჭირო. ინფრასტრუქტურული პროექტის დასაფინანსებლად მუნიციპალური ან რეგიონალური განვითარების ფონდებს უნდა მიმართონ. კონკრეტულ გადაწყვეტილებას მერია უახლოეს ხანში მიიღებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე
საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ,
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის