
რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ხარაგაულის სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღის ისედაც ავარიული შენობა საფრთხის წინაშე დააყენა.
ბაღის გამგე ნინო ჭუბაბრია ამბობს, რომ შენობის მოპირდაპირე მხარეს მთაში გვირაბი უნდა გაიჭრას. სამშენებლო სამუშაოების გამო მდინარე ძირულას კალაპოტმა შენობისკენ გადმოიწია.
„მდინარე ძირულას ძლიერი ადიდება ახასიათებს და, შესაძლოა, ბაღის შენობას საძირკველი გამოაცალოს, – ამბობს ნინო ჭუბაბრია, – 1986 წელს აშენებული ბაღის შენობა ავარიულია, სრული რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებია.
ძირულას ხეობაში მხოლოდ ხუნევის საბავშვო ბაღია განთავსებული მოძველებულ შენობაში. ამჟამად 15 აღსაზრდელი გვყავს. ახალი სასწავლო წლიდან კიდევ ხუთს ველოდებით“.
ნინო ჭუბაბრიამ ხუნევის თემის მაჟორიტარ დეპუტატს, ლენა აბაშიძეს მიმართა.
– შენობის უკანა მხრიდან, გარდა მდინარე ძირულას წყალმოვარდნისა, ქვეწარმავლების შესვლის საფრთხეა, – ამბობს ლენა აბაშიძე, – უახლოეს დღეებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადებას შევიტანთ ხუნევში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აშენების მოთხოვნით.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ხარაგაულის მერი ხუნევის ბაღის ახალ შენობას 2022 წლისთვის გვპირდება
ხუნევის ბაღის შენობა ავარიულია
რედაქციისგან – ამ ინფორმაციის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას ხუნევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლების, აღმზრდელების, მკითხველების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენელთა არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
მათ კომენტარებს შეგიძლიათ გაეცნოთ „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე
სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების
2025 წლის პირველი თებერვლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში
8 თებერვალს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ბერაძე
15 თებერვალს ბათუმში ორი არასრულწლოვანის ტრაგიკულად დაღუპვას