ხუნევის საბავშვო ბაღის, 1986 წელს აგებული, შენობა რომ ავარიულია და იქ სარემონტო სამუშაოების ჩატარება – უკვე შეუძლებელი, – ამ საკითხს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია პერმანენტულად აშუქებს.
წლებია, ხუნევის საბავშვო ბაღის ოცდახუთამდე აღსაზრდელი მოძველებულ და ავარიულ შენობაში იმყოფება.
ახლახან ხუნევის ბაღისთვის ახალი შენობის აგება ევროკავშირის დაფინანსებით გადაწყდა.
ევროკავშირის პროგრამით, 7 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები 4 მილიონი ლარით დაფინანსდება.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ურბანული განახლების, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების მიზნობრივი პროექტები 2021-2022 წლებში განხორციელდება ხარაგაულის, ლაგოდეხის, თელავის, ქუთაისის, ლანჩხუთის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში.
ამისთვის ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ჯამში გადაეცემათ 3 774 097 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების თანადაფინანსება 42 ათას ლარზე მეტი იქნება.
დასაფინანსებელი პროექტები უშუალოდ მუნიციპალიტეტების ინიციატივითა და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების საფუძველზე შეირჩა.
მოცემულ ეტაპზე გამოყოფილი დაფინანსებით,
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში – კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.
პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და მისი წინასწარი ჯამური ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია. ამასთან, საპილოტე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები თანადაფინანსდება მუნიციპალიტეტები საკუთარი ბიუჯეტიდან.
პროგრამის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიზნით, 40 მილიონი ლარი უკვე გამოეყო სამ სახელმწიფო სააგენტოს: ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტო“, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“.
საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და ზოგადი ხედვა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება.
მოსალოდნელი შედეგები ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას; მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ინოვაციების ხელშეწყობას; სიღარიბის შემცირებას და საბოლოოდ – თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივ აღმოფხვრას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან გავრცელებული ინფორმაციით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საპილოტე 4 რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის დღეისათვის უკვე გამოყოფილია 48 მილიონ ლარამდე.
ფოტოზე: ასე გამოიყურება ამჟამად ხუნევის საბავშვო ბაღის შენობა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი