

პირველკლასელ გოგონას კორონავირუსი დღეს, 22 თებერვალს დაუდასტურდა.
ვირუსი მას ოჯახის წევრისგან გადაედო.
გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) ამბობს, რომ კლასი ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანეს. მისი ინფორმაციით, მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებიც ინფიცირებულთან კონტაქტში იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციაში არიან.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ვირუსის პირველი დაფიქსირებიდან დღემდე ხარაგაულში 526 ინფიცირებულია. მათგან 477 გამოჯანმრთელდა, 11 გარდაიცვალა.
38 ინფიცირებულიდან საავადმყოფოში სამი მათგანი მკურნალობს. დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოს მედპერსონალის PCR ტესტირება, რადგან საავადმყოფოები 15 თებერვლიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ, ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება.
დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ძირულას ხეობის რვა სკოლის (უბისა, ვაშლევი, ბორითი, ვერტყვიჭალა, ხუნევი, ნადაბური, გედსამანია, ხევი) თანამშრომლები გაიტესტენ. სწრაფი ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია. PCR ტესტის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
მასწავლებლებს ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ, მათ შორის – 80%-ს – სწრაფი ტესტით, ხოლო 20%-ს – PCR ტესტირებით.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული