

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 10 ხარაგაულელს დაუდასტურდა და ამით ხარაგაულში covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. მათ შორის 13 გამოჯანმრთელებულია.
დანარჩენი 66 ინფიცირებულიდან 4 კლინიკაში მკურნალობს, ხოლო 62 – ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, 19 ნოემბრის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 112 მოქალაქე იმყოფება.
ახალი შემთხვევების კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა დაბა ხარაგაულში, ღარიხევში, კიცხში, ვერტყვიჭალაში, ბორითში, ლახუნდარასა და ბჟინევში.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულია ხარაგაულის კოვიდცენტრის ორი თანამშრომელი. ხარაგაულის პოლიციაში ინფიცირებულ თანამშრომელთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა.
ეპიდსიტუაციის დამძიმების გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თორმეტი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელები კი სწავლების ონლაინფორმაზე 24 ნოემბრიდან გადადიან.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული