
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გულის იშემიური დაავადებებისა და ინსულტის შემდეგ მესამე ადგილზეა. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით კორონავირუსმა ბოლო კვირაში სიმსივნეს, ალცაიმერსა და ფილტვების დაავადებებს გადაასწრო.
ამირან გამყრელიძის, ინფორმაციით, „საქართველოში მოსახლეობის 60-64% რეგულარულად იყენებს პირბადეს, თუმცა ეს არასაკმარისია. იმისათვის რომ შესამჩნევად შევამციროთ ინფიცირების ახალი შემთხვევები ეს მაჩვენებელი 95%-ზე უნდა ავიდეს. ვირუსით დაავადების შემთხვევები კვლავ მოიმატებს. პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირაში გვექნება.
სიმპტომების – ხველა, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, სურდო, ყელის ტკივილი, გამოვლენის შემთხვევაში ადამიანი უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს და აუცილებლად გადავიდეს იზოლაციაში, რათა არ დააინფიციროს გარშემომყოფები. ოჯახის ექიმი შეაფასებს დაავადებულის მდგომარეობას და ის გადაწყვეტს გადაიყვანონ სტაციონარში, კოვიდსასტუმროში თუ დარჩეს ბინაზე“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,