ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური ბლოკის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები შეისწავლა.
-ჩვენ შევისწავლეთ მაჟორიტარი კანდიდატებისა და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობა, მათი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან 2020 წლის 15 სექტემბრამდე, ამ პირების და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულობები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ყოველკვირეულ საინფორმაციო ბიულეტენში.
საინფორმაციო ბიულეტენში აღნიშნულია, რომ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი კაპანაძე არის შპს „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ (წარსულში – შპს „დრონი.ჯი“) დირექტორი და 100%-ის მფლობელი. ეს კომპანია ფლობს 100%-იან წილს კომპანიაში შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი“, რომელშიც გიორგი კაპანაძე ასევე იკავებს დირექტორის პოზიციას.
შპს „ინტერნეტ მედია ჯგუფს“ 2014-19 წლებში 6 მცირე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი გაუფორმდა საერთო ღირებულებით 11,500 ლარი. შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფმა“ კი 2012 წელს 5,600 ლარის 5 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
გიორგი კაპანაძემ 2020 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 650 ლარი შესწირა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უკვე გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.