

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს –
მათ სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულობებს სწავლობს.
ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი – 30-დან 19 – ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (17 – თავად და მისი რომელიმე ოჯახის წევრი, ხოლო 2-ის მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს 19 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 186 კომპანიასთან.
კვლევის მიხედვით, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე არ არის დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით. მან 2014-16 წლებში 50,000₾ შესწირა „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“.
ვრცლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ამ კვლევის შედეგებს გაეცანით ბმულზე.
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა